გორში, სოფელ საყავრესთან ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა - შსს

22 აგვისტო 2019, 16:55 1117 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტყის საფარი იწვის.  

შეტყობინება ძლიერი დაკვამლიანების შესახებ „112“-ში შევიდა. "ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება".

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

"პირველადი ინფორმაციით ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში