აჭარის მაუწყებლის დირექტორი მესამე კონკურსის შედეგადაც ვერ გამოვლინდა

22 აგვისტო 2019, 18:42 2608 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი  პირველ ტურში ისევ ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა საბჭოს წევრმა, (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) ბეჟან გობაძემ. მან განმარტა, რომ არჩევანის გაკეთების უფლებას მის კოლეგებს უტოვებდა. 

პირველ ორ კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად მერაბ წულუკიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, 2 მრჩევლის ხმა ამჯერად გიორგი კოხრეიძეს ერგო.

ერთი მრჩეველის ხმა კი თინა ცისკარაძემ მიიღო. 

სხდომას არ ესწრებოდა მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი გიორგი ირემაძე. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არც კანდიდატებთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში