მედეა ვასაძე ამბობს, რომ აჭარის მაუწყებლის საბჭოს ორი წევრის ფავორიტი - გიორგი კოხრეიძე სამთავრობო კანდიდატია  

22 აგვისტო 2019, 19:21 2139 ნახვა

http://ajaratv.ge/article/47641აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მესამე კონკურსის შედეგად ისევ ვერ გამოვლინდა. საბჭოს ხმები ორ კანდიდატს - გიორგი კოხრეიძესა და თინათინ ცისკარაძეს შორის გადანაწილდა.

ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე ამბობს, რომ საბჭოს ორი წევრის ფავორიტი  გიორგი კოხრეიძე სამთავრობო კანდიდატია. 

 

გიორგი კოხრეიძეს აჭარის მაუწყებლის დირექტორობის სამივე კონკურსში ჰქონდა შემოტანილი განაცხადი. პირველ და მეორე კონკურსშიმან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. სტაბილურად მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ხმა მერაბ წულუკიძის კანდიდატურას ჰქონდა, მესამე ტურში კი მერაბ წულუკიძემ ვერც ერთი, გიორგი კოხრეიძემ კი ორი ხმა მიიღო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში