„ქართული ოცნების“ დაკავებულ დეპუტატს ადვოკატი დღეს შეხვდება

23 აგვისტო 2019, 12:01 1499 ნახვა

უცნობია, როდის გაიმართება ქრთამის   აღების   ბრალდებით  დაკავებული  ხელვაჩაურის  საკრებულოს წევრის,  ჯამბულ  თავართქილაძის სასამართლო  პროცესი.  


ადვოკატი ბრალდებულებს  მოდულის  შენობაში  დღეს შეხვდება,  მას დღესვე გადაეცემა  საქმის  მასალებიც. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ჯამბულ თავართქილაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, სხვა ქვეყნის მოქალაქეს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12, 8 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაპირდა.

ჯამბულ თავართქილაძეს მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე უნდა გაეტანა და დეპუტატები დაეყოლიებინა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე 4 აშშ დოლარი მოითხოვა, საერთო ჯამში 51,4 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000აშშ  დოლარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში