4 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან გზა გადაკეტეს

23 აგვისტო 2019, 14:44 3535 ნახვა

„სახლში დამიბრუნეთ უდანაშაულო მამა“ , „ თავისუფლება  უდანაშაულო მეუღლეს“ , „თავისუფლება ჩემს ძმას“ - ამ  წარწერებით   დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქცია 4 დაკავებული პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. მათ ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტილი აქვთ,  ადგილზეა საპატრულო პოლიციაა, რომელიც ცდილობს გზა გახსნას.  

მოქალაქეები  2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვენ.  ამბობენ, რომ 6 თვის წინ დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან, რადგან პირი, რომელსაც  რეალურად ჰქონდა იარაღი თავისუფალია.

აქციის მონაწილეები სამართლიან და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

" გაიმართა არაერთი სასამართლო სხდომა, რომლებზც  ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ვითხოვდით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ისინი მძიმე მდგომარეობაშ იმყოფებიან, უნდა გათავისუფლდნენ" - ამბობენ დაკავებულების ახლობლები. 

2 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში,  პაციენტის მნახველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დაჭრეს, 5-ს კი  სხვადასხვა დაზიანება  ჰქონდა მიყენებული. 

გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე  დაზიანების,იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო   შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში