რამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოში?

30 აგვისტო 2016, 00:00 3098 ნახვა

საქართველოს ხუთ ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნა. ქვეყანაში ამ დრომდე 2 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში მონუმენტი აღიმართა.  

აქვე გეტყვით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წელს პირველად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. ეს რეკომენდაცია 2014 და 2015 წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში