პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ სუს-მა ქრთამი შესთავაზა

23 აგვისტო 2019, 18:06 1556 ნახვა

პოლიტიკური მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ წევრი მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართავს დაინტერესდეს შემდეგი ფაქტით.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან მივიდა პირი, რომელიც ეძებდა სამსახურს, დასაქმების სანაცვლოდ კი მას 30 000 დოლარი შესთავაზა. ამ შინაარსის თხოვნაზე, კი როგორც ვასაძე წერს,  კატეგორიული უარი განუცხადა მას.  

ციტატა: „ბატონო გომელაურო,შეწყვიტეთ ეს მაპროვოცირებელი,დაგეგმილი,მართვადი ქმედებები,რომელიც, ერთხელ უკვე,"მოსინჯული" გაქვთ მურმან დუმბაძესთან მიმართებაში, 2015 წელს, რაზედაც მიმართული გვაქვს პროკურატურისათვის და მეხუთე წელია,მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციის მომწყობი თქვენი აგენტი უკანვე "ჩაგაბარეთ", გამოძიება ადგილიდან დაძრულიც კი არ არის“ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მედეა ვასაძე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში