როგორ უნდა მოიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში - რეკომენდაციები

23 აგვისტო 2019, 18:01 1254 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით გართულებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ცენტრი განმარტავს, რომ  მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნით შესაძლოა, ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს, ამიტომ მნიშნველოვანია თავის დაცვა სიცხის მავნე ზემოქმედებისგან. ამ მიზნით საჭიროა სიგრილის შენარჩუნება სახლში, განიავება, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ცხელ დღეებში მიღება კი რეკომენდებული არ არის. განსაკუთრებით ფრთხილად კი უნდა იყვნენ 75 წელს ზევით ასაკის ადამიანები.  ასევე ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები.

ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, თავბრუსხვევის, სისუსტის, თავის ტკივილის და სხვა გართულებების შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიიღოს, წყალი, მოთავსდეს გრილ ადგილზე და ასევე მიმართოს ექიმს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში