ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის მფლობელი „ლანჩხუთი“ გახდა

24 აგვისტო 2019, 00:06 2026 ნახვა

საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას მიხეილ მესიის სახელობის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა, სადაც ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა დაძაბულ მატჩში ‘’ნიკე’’ 2:1 დაამარცხეს.

მე-3 წუთზე ანგარიში ლანჩხუთელმა თამრიკო სალუქვაძემ გახსნა და პირველი ტაიმი რევაზ კუკულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო. 65-ე წუთზე ნინო გუჯაბიძემ ანგარიში გაათანაბრა. დრამატულ ფინალში 88-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა ლანჩხუთს ისტორიული ტიტული მოუტანა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლანჩხუთელთა თავდამსხმელი თამრიკო სალუქვაძე დასახელდა.

ტურნირი 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის 8 გუნდი იბრძოდა. 

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში