გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო 2019, 09:53 1866 ნახვა

ნადირობის სეზონი დღეს, 24 აგვისტოს, გასული წლებისგან განსხვავებით ერთი კვირით გვიან გაიხსნა. გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მონადირეებთან გამართული კონსულტაციების შემდგომ, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში