სატყეო სააგენტოს გაფრთხილება- ახალსოფელთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან

24 აგვისტო 2019, 12:00 1153 ნახვა

აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია და  სატყეო სააგენტო  მოუწოდებს  მოსახლეობას  მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. მოქალაქეებს გარემოს ეროვნული სააგენტოც აფრთხილებს , რომ    მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება. უწყების ცნობით, 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს  მთიან რეგიონებში  ტემპერატურის +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.   

ყვარლის  სოფელ ახალსოფლის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ხანძრის ქრობაში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობიზილებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე კახეთის სატყეო სამსახურის 30 თანამშრომელი და  მოხალისეთა ჯგუფი ახალსოფლიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ინფორმაციით,  იწვის ბალახი და ამ დროისთვის  სამ ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში