გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს 

24 აგვისტო 2019, 13:59 2509 ნახვა

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. Radio Way-ს ინფორმაციით, ის  პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა.

პანკისის ხეობის მოსახლეობა ხანგოშვილის გარდაცვალებას ადასტურებს. 

ზელიმხან ხანგოშვილი საქართველო დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულოს წარმომადგენლები დეტალებს  გერმანელ სამართალდამცავებთან არკვევენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში