მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემლის ნიმუში შემოწმებისთვის გერმანიაში გააგზავნა

24 აგვისტო 2019, 14:52 1565 ნახვა

მარნეულის სასურსათო ქარხანამ, სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ნიმუშებს ​ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეამოწმებენ. 

ასევე შემოწმებას გაივლის ქარხანაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა.
''მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო.
კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო. 

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას'' - წერია განცხადებაში. 

ლაბორატორიიდან პასუხების მიღებამდე კომპანიამ აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია დროებით შეაჩერა.

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში