საგანგებო სამსახური ორ ტყეში ხანძარს ებრძვის

24 აგვისტო 2019, 15:11 1410 ნახვა

უწყვეტ რეჟიმში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებია გორის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საყავრესთან ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალიც შემცირებულია. უწყების ცნობით,  დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას კი, ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.

დილიდან დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლი სოფელ საყავრესთან ბალახს და ტყის საფარს ორი დღის წინ მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 ჰექტარზე მეტი ფართობი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში