მღვრიე წყალი ონკანში- რას უკავშირდება მოსალოდნელი შეფერხება და ინტოქსიკაციის შემთხვევები ბათუმში?

24 აგვისტო 2019, 21:08 1326 ნახვა

რამდენიმე დღეა ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები საუბრობენ, რომ ონკანში მღვრიე წყალი მოედინება.

მათივე თქმით, მღვრიე ფერის წყალი ქალაქში  მილების  რემონტის შემდეგ ერთხელ უკვე  დააფიქსირეს.  ზოგი მათგანი ამბობს , რომ ონკანიდან ჭუჭყიანი წყალი  რამდენიმე საათით მოდიოდა ,რის გამოც   წყლის დალევისგან თავის შეკავება მოუწიათ. წყლის  კიდევ  ერთხელ შესაძლო ამღვრევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას   ბათუმის წყალი, რომლის ინფორმაციითაც  ქალაქის  55 ქუჩის მცხოვრებლებს  ღამის 12-დან დილის რვა საათამდე  წყალმომარაგება  სარემონტო სამუშაოების გამო შეუწყდებათ ,წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ , კი  შესაძლოა ონკანიდან მღვრიე წყალი წამოვიდეს.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები  გაზრდილ  ინტოქსიკაციის  შემთხვევებს  სწორედ წყალს უკავშირებს .  ,,ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა  და ტუბერკულოზის რეგიონალურ  ცენტრში" კი ბავშვებსა და მოხუცებში  მოწამლვის მატებას სეზონურ მოვლენად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სახიფათო ტენდენციას ადგილი არა აქვს.  სამედიცინო დაწესებულებაში  ინტოქსიკაციის მიზეზს ვერ ხსნიან და  მის  წყალთან კავშირს არ ადასტურებენ. გართულებების  თავიდან ასარიდებლად ექიმი იფექციონისტის რეკომენდაციაა  მოქალაქეებმა განსაკუთრებით დაიცვან ჰიგიენური ნორმები და მიირთვან  ჯანსაღი და ახალი საკვები.  

წყლის მიმწოდებელ კომპანიაში  ირწმუნებიან , რომ  წყალი  „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში   ყოველდღიურად   მოწმდება და აქამდე   მისი დაბინძურების  ფაქტი არ გამოვლენილა.რაც შეეხება სარემონტო სამუშაოების შემდგომ მოსალოდნელ წყლის ამღვრევას ,  ორგანზაცია მოქალაქეებს არწმუნებს , რომ ამღვრევა შესაძლოა  მილზე არსებულმი მინერალების ჩამორეცხვამ გამოიწვიოს რაც მათივე ინფორმაციით ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. 

„ბათუმის წყალი „  მოქალაქეებს რეკომენდაციით  მიმართავს , რომ   წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ თუ  წყალს მღვრიე ფერს შეამჩნევენ  დალევამდე წყალი რამდენიმე წუთით   ადინონ  და შემდეგ გამოიყენონ.    

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში