დაბადების დღეს გილოცავ უკრაინა!- ზელენსკის მიმართვა

25 აგვისტო 2019, 12:00 1546 ნახვა

უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთი აქცენტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე გააკეთა. მან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით ემოციური პარალელი გაავლო. ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასის კონფლიქტი ბავშვებს შეადარა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დადგება დღე, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანდება, რადგან მშობლიური სისხლი გაიმარჯვებს.

დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში კიევში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების და ევრომეიდანზე დემონსტრაციების დროს დაღუპული აქტივისტების მემორიალური ღონისძიება გაიმართა. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო, შემდეგ კი უკრაინელი გმირები დააჯილდოვეს. წელს უკრაინაში ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში