ბათუმის ნაგავსაყრელის კონსერვაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

25 აგვისტო 2019, 21:01 1533 ნახვა

ადლიაში, ნაგავსაყრელთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ტერიტორიის შემოღობვა და დაკონსერვება მოითხოვეს. მოქაალქეების თქმით, ნაგავსაყრელთან ანტისანიტარია და მძაფრი სუნია რის გამოც  რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრობა. მოძრაობასმწვანე მომავალი საქართველოსთვის“, რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო, ქობულეთის ახალი ნაგავსაყრელის აშენების იმედი არ აქვთ.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემა ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობით გადაიჭრება, რომლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროექტისთვის 7 მილიონი ევროა გამოყოფილიუწყებაში ამბობენ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ევრო სატანდარტების შესაბამისია და დახურული ტიპის ნაგებობა იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში