დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ძაღლი დანით დაჭრა - შსს

26 აგვისტო 2019, 11:32 1761 ნახვა

ფოტო არ ასახავს კონკრეტულ ფაქტს: კადრი აღებულია ინტერნეტსივრციდან...

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში