ლაშა შავდათუაშვლი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

27 აგვისტო 2019, 11:42 1810 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს  წარუმატებელი გამოდა საქართველოს ნაკრებისთვის. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გამოეთიშა ოპიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

ორი გამარჯვების შემდეგ შავდათუაშვილი ასევე ოპიმპიურ ჩემპიონთან შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო ,სადაც ავსტრალილელი კელვინ კონსტერი იპონით დაამარცხა. მესამე წრეში კი ვიქტორ სვორსკოვს იგივე ილეთით მოიგო.

ხვალ საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგიორიაში ლუკა მაისურაძე გამოვა.

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ერთი ოქროს მედალი აქვს , რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში