''რუსთავი 2''-ის ახალი რეალობა, რას გააკეთებს ირაკლი იმნაიშვილი?

27 აგვისტო 2019, 15:09 1689 ნახვა

რუსთავი ორის აღმასრულებელ დირექტორს და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს არხის განვითარების გეგმები აქვს. ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს სურს, რომ ტელეკომპანია  დამოუკებელი ჟურნალისტების ადგილად აქციოს, მას პრეტენზიები აქვს ცენზურასთან დაკავშირებით,  განმარტავს, რომ არხი დაცლილი უნდა იყოს როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციის მიკერძოებული ტონისგან.

იმნაიშვილმა ისაუბრა ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებაზეც, როგორც იცით კურიერის მთელმა შემადგენლობამ სამსახური რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

თუმცა ვინ გამოთქვა უკან მისვლის სურვილი, ბრიფინგზე იმნაიშვილს არ უსაუბრია. ბრიფინგის შესახებ მთავარისთვის ასევე რუსთავი ორისთვის სხვა არხის მეშვეობით გახდა ცნობილი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში