აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად, კონკურსი დღეს გამოცხადდა

27 აგვისტო 2019, 17:57 2011 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად,  აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 27 აგვისტოს, კონკურსი გამოაცხადა

განკარგულებას ხელს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აწერს. 

ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით თვენახევარში ეწურებათ.

რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს.

''კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში'' - წერია განკარგულებაში. 

აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრების მსურველთა განაცხადები მიიღება, 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში