სასამართლოს ეზოში 20 ივნისის ღამეს დაკავებულების განაჩენი გააპროტესტეს

27 აგვისტო 2019, 18:11 1875 ნახვა

20 ივნისის ღამეს დაკავებული 7 მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ყველა მათგანს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს, რაც 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა. მათი თქმით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და პროკურატურის დაკვეთას ასრულებს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები მტკიცებულების გარეშე დააკავეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში