,,ბორჯღალოსნებმა’’ Guinness PRO 14-ი ,,საუზერნ კინგსი’’ დაამარცხეს

27 აგვისტო 2019, 21:40 2005 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ამხანაგული მატჩი Guinness PRO14 -ის კლუბთან მოიგეს. ,,ბორჯრალოსნებმა’’  მიხეილ მესხის სტადიონზე სამხრეთ აფრიკული ,,საუზერნ კინგსი’’ 24-20 დაამარცხეს.

მილტონ ჰეიგმა ამხანაგური მატჩში ბევრ ახალგაზრდას მისცა თამაშის საშუალება.
აფრიკელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ნახევარი 5-17 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში შეტევებს მოუმატა.

შეხედრაში გარდამტეხი მატჩის ბოლო წუთები გამოდგა, „ბორჯღალოსნებმა“ 12 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.


31 აგვისტოს ქართველი მორაგბეები თბილისში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს პირველი შემთხვევა იქნება ,როდესაც საქართველოში პირველი დონის ნაკრები ითამაშებს.
6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიაში მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს და ამით მოსამზადებეული პერიოდის შეხვედრებს დაასრულებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში