ბრაზილია დახმარებაზე თანახმაა, თუ ფინანსებს თავად განკარგავს

28 აგვისტო 2019, 10:57 1731 ნახვა

ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად უცხოეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას მიიღებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხებს თავად განკარგავს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ისაუბრა. 

ინფორმაციას სააგენტო ''როიტერი'' ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს შტატების გუბერნატორებმა ურჩიეს, ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად შემოთავაზებული თანხები აეღოთ, რადგან ის ქვეყანას აუცილებლად სჭირდებოდა. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა რეგო ბაროსმა განცხადება, აღნიშნული მოწოდების გახმოვანების შემდეგ გააკეთა. 

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა.

ამაზონის ტყეში ხანძარი, დაახლოებით, ორი კვირის წინ გაჩნდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში