BBC: ''ზელიმხან ხანგოშვილი სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა''

28 აგვისტო 2019, 10:40 1443 ნახვა

„ბიბისი“ გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე წერს, რომ იგი სავარაუდოდ ბერლინში რუსმა აგენტმა მოკლა.

„ბიბისის“ ცნობით, გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 49 წლის რუსი კაცი, ასევე ნაპოვნია მკვლელობის იარაღი და დამნაშავის კუთვნილი ველოსიპედი.პოლიციამ დამნაშავე მკვლელობის ადგილის სიახლოვეს დააკავა.

„ბიბისის“ ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ ს.-ს ბინაში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ბიბისი-ს ინფორმაციით,  ხანგოშვილი ეთნიკურად ჩეჩენი ქისტების თემიდან იყო და საქართველოში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. ის გერმანიაში 2015 წელს, თბილისში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, გაემგზავრა“, – როგორც სტატიაში ამბობენ, ხანგოშვილი  ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუამავალი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში