დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს

30 აგვისტო 2019, 12:04 2287 ნახვა

30 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, ასევე გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

31 აგვისტოს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთის დაბლობზე 22-27 გრადუსი, სანაპირო კურორტებზე  კი 20-25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 18-23 გრადუსამდე აგრილდება.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, შეიზღუდება ხილვადობა და ბანაობა აიკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში