ევროპის ჩემპიონი რუსი მარია ხარენკოვა საქართველოს სახელით იასპარეზებს

29 აგვისტო 2019, 16:49 1702 ნახვა

ახალგაზრდა რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა საქართველოს ღირსებას დაიცავს.  ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა ,,ეხო კავკაზა’’ ავრცელებს. 20 წლის ტანმოვარჯიშემ საქართველოს სახელით ასპარეზობის უფლება ოფიციალულად ნიკარაგიუს დედაქალაქ მანაგუაში გამართულ ფედერაციის სხდომის გადაწყვეტილების შემდეგ მოიპოვა.

ხარენკოვა 2014 წელს ბულგარეთში გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა . მას ასევე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.  2014 წლს მარია ხარენკოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატი 4-13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ შტუდგარტში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში