მძღოლი, რომელიც ქობულეთში ცოლ-ქმარს დაეჯახა დააკავეს - შსს

29 აგვისტო 2019, 18:25 3212 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მძღოლი, რომელიც ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ცოლ-ქმარს დაეჯახა. 

შემთხვევა 17 აგვისტოს მოხდა.  აღმაშენებლის 554 ნომერთან, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

40-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტომ თავდაპირველად გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაწყო, მოგვიანებით კი მეშვიდე ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვას გულისხმობს.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში