თხილის რეალიზაციის გამო თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მინისტრს მითითება მისცა

29 აგვისტო 2019, 18:03 1896 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომაზე შენიშვნა სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის სეზონთან დაკავშირებით მისცა და სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც თხილთან დაკავშირებით პრობლემებს შეისწავლის და ფერმერებს მის რეალიზებაში დაეხმარება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადება მხოლოდ მითითებად აღიქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. ცნობისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერების აქციას ნაციონალური მოძრაობის წამოწყებული პროვოკაცია უწოდა.  

ასამდე ფერმერმა ორი დღის წინ სოფელ ქაქუთში აქცია გამართა, მათ აჭარის მთავრობას მოლაპარაკებებისთვის ვადა 20 აგვისტომდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი   გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში