მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ფერმერები თხილის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ

30 აგვისტო 2019, 17:28 1211 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთელი ფერმერები შეიკრიბნენ, მათ თხილის რეალიზაციაში მთავრობის დახმარება და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხულოში იმყოფება და მათ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  შეხვდა.

სულხან მოწყობილი შეხვედრის განმავლობაში აცხადებდა, რომ უწყების სწორი პოლიტიკის შედეგად თხილის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა რატომ აქვს განსხვავებული ფასი მას რეგიონების მიხედვით.

ამბობს, რომ ტენიანობის გამო.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის  მინისტრს გუშინდელ მთავრობის  სხდომაზე დაავალა ფერმერების დახმარება, მანამდე ტიტე აროშიძემ მთავართან  განაცხადა, რომ ფასის დარეგულირებაში მთავრობა ვერ ჩაერევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში