ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა

31 აგვისტო 2019, 10:45 1713 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა.

27 წლის ბასილაშვილი, მოულოდნელად მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, დომინიკ კოეპფერთან, ოთხ სეტში  3:6, 6:7 (5:7), 6:4, 1:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო ჩოგბურთის ლაივ რეიტინგში 15 ადგილზეა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში