პრემიერ მინისტრის შეცვლის შემთხვევაში აჭარის ხელმძღვანელობა ავტომატურად არ უნდა იცვლებოდეს - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვაზე პატრიოტთა ალიანსის წევრმა ისიც აღნიშნა , რომ თორიკე რიჟვაძის ცვლილების მიზეზს ვერ ხედავს. ბლადაძის ინიციატივით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ირჩევდეს.
„მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ როდესაც პრემიერ მინისტრი იცვლება ავტომატურად აჭარის ხელმძღვანელობაც იცვლება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ ინიციატივისა ,რომ ხელმოწერები შევაგროვოთ ,რათა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევდეს ადგილობრივი მოსახლეობა . ავტომატური ცვლილება იქნება ძალიან ცუდი, რადგან თუ გადავხედავთ სტატისტიკას ჯერჯერობით ყველაზე კარგი და ეფექტიანი თავისი მუშაობით თორნიკე რიჟვაძე აღმოჩნდა წინამორბედებთან შედარებით .ამიტომ მე მიზეზებს ვერ ვხედავ მის გადასაყენებლად და შესაცვლელად , თუმცა თუ ეს მოხდება ეს იქნება ახალი პრემიერ მინისტრის უფლება, რაც ძალიან ცუდი იქნება. არ შეიძლება ახალ გუნდს ახალი ვიღაცები მოყვებოდეს ავტონომიურ რესპუბლიკაში, უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას“- განაცხადა აჭარის მაუწყებლის პიედაპირ ეთრში მერაბ ბლადაძე