მამაკაცი, რომელიც ხელვაჩაურში ცოლსა და არასრულწლოვან შვილებს სცემდა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

02 სექტემბერი 2019, 18:19 3659 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ბავშვების თანდასწრებით, მეუღლეს სცემდა და მასზე ძალადობდა. გინებითა და დამამცირებელი სიტყვებით კი,  სისტემატურად აშანტაჟებდა და ამცირებდა ცოლს.

პროკურატურის ინფორმაციით, 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ხელვაჩაურში 3 თებერვალს დააკავეს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მ.მ-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში