შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი ყველა ორგანიზაციაში – ახალი რეგულაცია ამოქმედდა  

02 სექტემბერი 2019, 22:11 2597 ნახვა

სამსახურებში დღეიდან შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების ყოფნა სავალდებულო გახდა. კანონის ეს ნაწილი ძალაში ახლახან შევიდა. უსაფრთხოების დასაცავად წინ გადადგმულ ნაბიჯს, სპეციალისტების შეფასებით დაბრკოლება დახვდა - ეს სპეციალისტების დეფიციტია.

ფაქტია რომ ბაზარზე ინსპექტორებზე მოთხოვნა მაღალია, სპეციალისტები კი არცისე ბევრი. რეგულაცია ყველა იმ სამსახურს ეხება რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორისაა სამშენებლო სექტორი, სადაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ფიქსირდება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში