პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა 

03 სექტემბერი 2019, 12:38 1555 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' დეპუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა. 

კოლეგების დარბაზიდან გასაყვანად არჩილ თალაკვაძემ მანდატურის სამსახურის თანაშრომლებს მიმართა. 

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კანონის ჩარჩოში ჯდება მისთვის მისაღებია, მაგრამ რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის მისცემდა.

„პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ამ გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე რეგლამენტით არის დადგენილი თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს. თქვენ (მიმართავს ''ევროპული საქართველოს'' წევრებს) ვიცით, რომ არ გესმით არაფერი, მაგრამ მინდა საზოგადოებამ გაიგოს. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები მათ მოუწევთ დარბაზის დატოვება.

მივესალმები დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას რაც კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ არავის მივცემ საშუალებას დაარღვიოს პარლამენტის რეგლამენტი და ხელი შეუშალოს მის საქმიანობას. 

შესაბამისა,დ ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო, მედიამ ის გააშუქა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ. ჩვენ კი ვაგრძელებთ სხდომას'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში