აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ

03 სექტემბერი 2019, 12:39 1281 ნახვა

აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ. ამ მიზეზით, პარლამენტის შენობასთან აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტების თქმით, მათ აქვთ საშვები, თუმცა დაცვა შენობაში შესვლის უფლება არ აძლევს.

პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტებზე საშვები პოლიტიკოსებმა დაუშვეს და მათ პარლამენტში შესვლის უფლება აქვთ. პლენარულ დარბაზში ოპოზიციის ნაწილმა გააპროტესტა ის, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ გარეთ, ამიტომ ევროპული საქართველოს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი  დაატოვებინა.

#სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაცვის სამსახურის უფროსმა მათთან საუბრისას თქვა, რომ "საშვების გამშვები პროგრამა გაჭედილია და სისტემური ხარვეზის გამო მოქალაქეებს პარლამენტში ვერ შეუშვებენ."

საპირისპიროს ამტკიცებს პარლამენტის პრესსამსახური. On.ge-სთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო შეზღუდვები დაწესდა. ამ მიზეზით, იმ პირებს, რომლებსაც ახალი საშვები აქვთ პარლამენტში არ უშვებენ. რაც შეეხება დეპუტატებს, პრესსამსახურის თქმით, ელენე ხოშტარიას პარლამენტში არ უშვებდნენ, რადგან მას მოქალაქეების შეყვანა სურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში