''ტვ 25''-ის თანამშრომლები მათ მიმართ მუქარაზე საუბრობენ

03 სექტემბერი 2019, 14:52 1573 ნახვა

„ტვ 25“-ის თანამშრომლები მათ მიმართ მუქარაზე საუბრობენ. ღურტას საბავშვო ბაღის გამგე, რომელიც გუშინ, ხულოს მერმა გაათავისუფლა „ტვ 25”-ის ჟურნალისტს ეკა ბარამიძეს და საინფორმაციო სამსახურის უფროსს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

სულხან მესხიძის თქმით,  მედეა მამულაძე მაუწყებლის რეპორტიორს მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. ცნობისთვის, ღურტას ბაღში პედაგოგებს შორის დაპირისპირების შესახებ რეპორტაჟი „ტვ 25-მა“ გასულ კვირას მოამზადა.

მედეა მამულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დღის წესრიგში სწორედ ამის შემდეგ დადგა. „ტვ 25“-მა დაწესებულებაში არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა.

ფარული ჩანაწერების თანახმად, გამგე თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში