ბათუმში ევროპის მოედანზე #სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

03 სექტემბერი 2019, 20:18 1646 ნახვა

გახარ შენზე უარია, წადი“, _ ამ ტრანსფარანტებით, სტვენითა და შეძახილებით სამთავრობო ცვლილებები ბათუმში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა.  მათი თქმით, იმ ფონზე როდესაც 76 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ, მისი დაწინაურება სამარცხვინოა. ისინი 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხიმგებლობას სწორედ გიორგი გახარიას აკისრებენ.

  სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეთა ნაწილი შეკრებაზე თვალახვეული მივიდა. დედაქალაქის  პარალელურად ბათუმში აქცია კამპანია “სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა ევროპის მოედანზე საპროტესტო შეკრებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ.       

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში