ტვ 25- ის ჟურნალისტებს ემუქრებიან

03 სექტემბერი 2019, 22:11 2226 ნახვა

TV 25-ის ჟურნალისტების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ჟურნალისტები ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება სავარაუდო მუქარას. ჟურნალისტების ცნობით, ისინი მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებენ.

მამულაძე სოფელ ღურტაში საბავშვო ბაღის ყოფილი გამგეა. მან პოსტი მას შემდეგ დატოვა რაც ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი გავიდა გამგესა და ბაღის თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. მედეა მამულაძემ კომენტარი არ გააკეთა. მოგვწერა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვიპასუხებდა და არ უნდა შეგვეწუხებინა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში