მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების შემადგენლობა ცნობილია

04 სექტემბერი 2019, 11:24 2429 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრები, 14-22 სექტემბერს, ყაზახეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

საქართვლოს ნაკრები ქალაქ ნურსულთანში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ათ წონით კატეგორიაში ათი სპორტსმენით იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე 6 წონით კატეგორიაში ( 60, 67 ,77 .87, 97, 130) პირველი ექვსეულით ოლიმპიურ ლიცენზიას მიიღებს.  საქართველოს ნაკრებში აჭარიდან სამი სპორტსმენი: შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) , გელა ბოლქვაძე (77 კგ) , ლაშა გობაძე (82კგ) მოხვდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ შემდეგი შემადგენლობა დაასახელა :

55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)

60 კგ - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)

63 კგ - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

67 კგ - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

72 კგ - იური ლომაძე (ოზურგეთი)

77 კგ - გელა ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ - ლაშა გობაძე (აჭარა)

87 კგ - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ - გიორგი მელია (სამტრედია)

130 კგ – იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

წონითი კატეკორიების განრიგი :

14-15 სექტემბერი - 55-63-72-82 კგ

15-16 სექტემბერი - 67-87-97 კგ

16-17 სექტემბერი - 60-77-130 კგ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი მხოლოდ 4 ბრინჯაოს მედალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში