დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა -  თანასწორობის მოძრაობა

04 სექტემბერი 2019, 13:02 2864 ნახვა

ტრანსგენდერი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობისა და მისი დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.  

ორგანიზაციის წევრების განმარტებით, 12 აგვისტოს მათ დახმარების თხოვნით ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

“თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

''ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული'' - წერია ''თანასწორობის მოძრაობის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის, გაუპატიურების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში