ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

01 სექტემბერი 2016, 00:00 3726 ნახვა

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილი, 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე რამაზ ზოიძე და 120 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად პატარიძე გახდნენ. ზოიძემ და პატარიძემ აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ორი თვის წინ კი ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ სპორტსმენებს მანამდე ოქრო გიორგი მელიამ მოუპოვა, ნუგზარ წურწუმიამ კი 50 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ამავე კატეგორიაში