ანა დოლიძე - მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები

04 სექტემბერი 2019, 18:59 1430 ნახვა

''მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები. თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი. თანაც ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი აქ თავდება. გახარია კი არა ჩიკატილო, რომ დანიშნოთ პრემიერად მოსამართლეების საკითხი მაინც ძვირი დაგიჯდებათ''  - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს რომლითაც დიმიტრი გვირიტიშვილის განცხადებას ეხმაურება. 

ანა დოლიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური, პოლიტიკურად მართული პროცესია, რისი კიდევ ერთი დასტურია ის, რომ კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამთავრობო ცვლილებების პარალელურად დაინიშნა.

''​უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური პროცესია. ეს თავიდანვე ვთქვით მე და ნაზიმ აგვისტოში როდესაც გასაუბრებები დამთავრდა. ის პოლიტიკურად მართული პროცესია. ამის კიდევ ერთი დასტური არის კენჭისყრის დანიშვნა სამთავრობო ცვლილებების პარალელურად. მაშინ როდესაც მთელი აგვისტო მე და ნაზი ვითხოვდით კენჭისყრის თარიღის დადგენას, რაც არ გვეღირსა. ახლა ერთი დღით ადრე გვეცნობა კენჭისყრის დღე, სწორედ ამიტომ. გახარიას დანიშვნას მიაქვს საზოგდოებრივი ყურადღება და იმედია, რომ ამიტომ მოსამართლეების საკითხს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევენ. ეს კარგიც არის, ანუ არსებობს ხალხის რეაქციის შიში''- წერია ანა დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს განაცხადა , რომ დოლიძე სამსახურეობრივ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია. ის ამბობს, რომ ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კენჭისყრით 20 მოსამართლე შეარჩია. დღეს ფარული კენჭისყრის შედეგად, 48-დან საუკეთესო შედეგი მიიღო 20-მა კანდიდატმა.
კენჭისყრის შემდეგ კი, მოსამართლეების კანდიდატების სიას საბჭო განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში