"საქართველო ტოტალური თავდაცვის სისტემას შექმნის" - ირაკლი ღარიბაშვილი 

05 სექტემბერი 2019, 11:39 2268 ნახვა

"საქართველოს მთავრობა, ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში გააგრძელებს ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნას. ტოტალური თავდაცვის შექმნის მიზანს წარმოადგენს მშვიდობიანობის პერიოდში იმ მექანიზმების შექმნა, რომელთა დახმარებითაც, აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის მობილიზება და მზადყოფნა თავდაცვის მიზნებისთვის სწრაფად და ეფექტიანად მოხდება" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა დეპუტატებს.  დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატები კანდიდატების სამოქმედო გეგმებს ეცნობიან. 

ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ხედვა - ტოტალური თავდაცვის სისტემის შესახებ, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს, რაც ნატოსა და ევროკავშირთან იმპლემენტაციის ფარგლებში  განხორციელდება.  

"ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნით უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობების და მოვალეობების გადანაწილება თავდაცვის ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და მოსახლეობას შორის. ტოტალური თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, როგორც საომარ ვითარებაში, ასევე მშვიდობიან პერიოდში, თავდაცვის სისტემაში დამკვიდრდება ამოცანით მართვით კულტურა" - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდროდ გააგრძელებს ამერიკასთან, ჩვენ მთავარ პარტნიორთან თავდაცვის მზადყოფნის სისტემის დანერგვას და განხორციელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში