ოპოზიციას თეატრის ფუნქცია აქვს შეთავსებული, დგამენ სანახაობებს და შოუებს - სოფიო კილაძე

05 სექტემბერი 2019, 11:43 1019 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ერთმანეთში ერევათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები.

სოფიო კილაძის თქმით, ისინი სანახაობებს და შოუებს დგამენ.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში ოპოზიციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებისთვის. მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, კონკრეტული პროგრამები, ნაკლოვანებები და სწორედ ამით აღმოიფხვრას ხარვეზები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული, ისინი დგამენ სანახაობებს და შოუებს. სამწუხაროდ, მათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები ერთმანეთში ერევათ“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოფიო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მეორე დღეა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, რომელსაც არ ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების დეპუტატები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში