თბილისში ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ

05 სექტემბერი 2019, 13:52 1761 ნახვა

ფოტო სოციალური ქსელიდან.

თბილისში,ზღვის უბანში ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული.

სავარაუდოდ, ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში