ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს - ბიბლიური თავისუფლება 

05 სექტემბერი 2019, 14:43 2186 ნახვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი, ლევან ჯგერენაია ეხმაურება.  მისი განცხადებით, ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ დაარსებიდან დღემდე, მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა.

„ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფლება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს“ ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

„ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე“ მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“ - აცხადებს ჯგერენაია.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გირჩის ინიციატივები სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში