ნიკა გვარამიას "მთავარ არხს" ეთერში პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მიენიჭა

05 სექტემბერი 2019, 16:02 2311 ნახვა

ეროვნულმა მარეგულირებელმა, დღეს, 5 სექტემბერს  „მთავარ არხს“  სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად, საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. ავტორიზაციის შემდეგ, ნიკა გვარამიას ახალ ტელევიზიას პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების გაშვების უფლება მიენიჭა. 

ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. " კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა" - წერია ინფორმაციაში. 

არხი  მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, "მთავარი არხის" მთავარი გამოშვება ეთერში 9 საათზე გავა. "მთავარი არხის" ჟურნალისტები გადაღებებზე თბილისში, ორი დღის წინ გამოჩნდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში