გონიოში რამდენიმე სახლი დაიტბორა

01 სექტემბერი 2016, 00:00 4351 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად  გონიოში რამდენიმე სახლი დაიტბორა.ადგილობრივები თავიანთი ძალებით ცდილობენ სტიქიას ებრძოლონ, ასევე დახმარებას მუნიციპალიტეტისგან ითხოვენ.დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დატბორილია ეზოები და სახლის პირველი სართულები.ადგილობრივები ამბობენ , რომ დატბორილმა ეზოებმა ტურისტები შეაშინა და ისიწავიდნენ, ვინც კი დარჩა სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.დატბორილი სახლები მოინახულა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც, ისინი ამბობენ , რომ საგანგებო შტაბის შექმნაან საჭირო და ტექნიკის გამოყოფა რათა მოსახლეობას მოეხსნას არსებული პრობლემა.ადგილზე, გონიოში მერის რწმუნებულიც იმყოფებოდა, როგორც  ამბობს ერთი ტექნიკა უკვე მუშაობს.სარფის მი8მართულებით ჩამოწოლილია მეწყერი, თუმცა მნიშვნელოვნად  მოძრაობას არ აფერხებს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში