გონიოში მცხოვრებლები არქეოლოგიური ზონის კორექტირებას მოითხოვენ

07 სექტემბერი 2019, 12:10 1212 ნახვა

გონიოში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის მცხოვრებლები არქეოლოგიურ ზონის კორექტირებას და შესწავლას ითხოვენ. მათი თქმით არქეოლოგიურ ზონაში სამშენებლო და სხვა სამუშაოები, გარდა სოფლის მეურნეობისა აკრძალულია. გონიოს მკვიდრი ზურაბ გოგიტიძე აცხადებს, რომ აკრძალვა სამეურნეო და სამშენებლო საქმიანობაში ხელს უშლით.

როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, არქეოლოგიური ზონის სტატუსი, რომელიც 2006 წელს განისაზღვრა და დიდ ტერიტორიას მოიცავს. მომავალი წლიდან კი ზონის შესწავლა იგეგმება და შესაძლოა საზღვრების კორექტირება მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში